NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კუკავა: ლაშა გოგიას მფარველობას ირაკლი კობახიძე უწევდა

კუკავა: ლაშა გოგიას მფარველობას ირაკლი კობახიძე უწევდა

14 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 882 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას გადადგომას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყებას „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა გამოეხმაურა. კუკავას განცხადებით, 2017 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ლაშა გოგიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მფარველობდა.

„მმართველი პარტიის ლიდერები „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიან, თითქოს დღეს აღმოაჩინეს ლაშა გოგიას კორუმპირებულობა, მაშინ როცა მთელმა ზუგდიდმა იცის, რომ ლაშა გოგიამ, ყოფილმა გუბერნატორმა შონიამ და მხედრიონის ყოფილმა ლიდერებმა ზუგდიდი პალერმოდ გადააქციეს ბოლო წლების განმავლობაში.

„თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის კომიტეტი წლების მანძილზე მეთოდურად ითხოვდა ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციული საქმიანობით საგამოძიებო ორგანოების დაინტერესებას, თუმცა უშედეგოდ. 2017 წლის საარჩევნო კამპანიისას ჩვენ კიდევ ერთხელ მოვთხოვეთ ხელისუფლებას უარი ეთქვა საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქის მერის პოსტზე ახალაიას კადრის – გოგიას კანდიდატურის წარდგენაზე, თუმცა მაშინ მას მფარველობას პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე უწევდა.

დაუჯერებელია ისიც, რომ მრავალმილიონი კორუფციიდან, რომელსაც კურირებდა გოგია, ზუგდიდიდან წილი არ იგზავნებოდა თბილისში.

გამოძიება უნდა წარიმართოს არა მხოლოდ ლაშა გოგიას ეპიზოდზე, არამედ იმ კორუფციული ჯაჭვის შესახებ, რომელიც იწყება ზუგდიდში და მთავრდება თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში“ – განაცხადა კახა კუკავამ.

კომენტარები

ზუგდიდის ყოფილი მერი ირაკლი კობახიძე კახა კუკავა ლაშა გოგია 2018-09-14
Tags ზუგდიდის ყოფილი მერი ირაკლი კობახიძე კახა კუკავა ლაშა გოგია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებული პირები წითელი ცირკულარით ძებნილებად გამოცხადდნენ

შემდეგი სტატია

ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა სუს-ში დაკითხვაზეა დაბარებული

მსგავსი სტატიები

მუქარის წერილზე“ – ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა, მისი პორტრეტი ამოვიდეს

მუქარის წერილზე“ – ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა, მისი პორტრეტი ამოვიდეს

ირაკლი შალიკაშვილი 11 სექ 2019
გარეჯში შექმნილი სიტუაციის გამო, ნათელაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს

გარეჯში შექმნილი სიტუაციის გამო, ნათელაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს

სოსო ელისაშვილი 30 აპრ 2019

მერაბ მორჩაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

10 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge