NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»კახა კალაძე: არის მცდელობა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები ნეგატივში გადაიყვანონ

კახა კალაძე: არის მცდელობა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები ნეგატივში გადაიყვანონ

14 სექ 2018 საზოგადოება 655 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც, მეორე და მესამე ეტაპები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით, გარკვეული დისკომფორტი შეიქმნა, რის გამოც მან მოსახლეობას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„გადაადგილების თვალსაზრისით, დისკომფორტი არსებობს, მაგრამ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეუძლებელია. ამიტომ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა მოვუბოდიშო. 15 სექტემბერს ძირითადი სამუშაოები – საგზაო ინფრასტრუქტურა, გზის საფარი, ასფალტის პირველი ფენის დაგებადასრულდება დამოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპზე, საბოლოო ფენით მოასფალტება მოხდება. ეს ან ღამის საათებში განხორციელდება, ან შეიძლება ერთი დღე მოვითხოვოთ იმისთვის, რომ რომელიმე კონკრეტული ქუჩა მთლიანად გადაიკეტოს. მესამე ეტაპზე კი, კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება – ტროტუარები, ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, კოსტავა-შარტავა-პეკინის დამაკავშირებელი ველობილიკიც გაკეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში, საგზაო მონიშვნები გაკეთდება.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ოპონენტებზეც ისაუბრადა აღნიშნა, რომ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

„არის მცდელობა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები ნეგატივში გადაიყვანონ. ამ მიმართულებებით შემოტევები მიმდინარეობს, რითაც ოპონენტები არიან დაინტერესებული. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მერიის მიმართულებით დისკრედიტაცია განახორციელონ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა შეფასებებს – სად იყვნენ ამდენი ხანი, რატომ არ აკეთებდნენ აქამდე? ასევე, ვრცელდება ბევრი სიცრუე, თითქოს მერიას არ აქვს კომპეტენცია, პროფესიონალი კადრები არ ჰყავს. ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაძევებული იყვნენ და შემდეგ, მათ ან სასწავლებლად უშვებდნენ, ან არასამთავრობო ორგანიზაციებს უქმნიდნენ, დღეს ოპონენტები მესამე სექტორად იყენებენ და იძლევიან შენიშვნებს, რომ სამუშაოები არასწორ დროს დაიწყო. ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად ვმუშაობდი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად და ჩვენ გამოვნახეთ შესაძლებლობა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით, 30 მილიონი ლარი გამოყოფილიყო. ზუსტად ეს თანხა ხმარდება იმ სამუშაოებს, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარეობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მსგავსი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და აღნიშნული პროექტების განხორციელებაში მოსახლეობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

კომენტარები

TOP კახა კალაძე ნაციონალური მოძრაობა 2018-09-14
Tags TOP კახა კალაძე ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გენადი არველაძე: „ჩეხეთი არის ჩვენი მეგობარი და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ინვესტიციებისა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით”

შემდეგი სტატია

მსმენელს ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების საშუალება 14 სექტემბერს მიეცემა

მსგავსი სტატიები

ბიძინა კულუმბეგოვი: ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მეორე ადამიანის სიკვდილი უხარიათ?

ბიძინა კულუმბეგოვი: ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მეორე ადამიანის სიკვდილი უხარიათ?

ნინო ჩხეიძე 19 ნოე 2021
თბილისის ნაწილს 5 იანვარს ეკელქტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს 5 იანვარს ეკელქტრომომარაგება შეეზღუდება

04 იან 2018
ტყიბულის შახტში დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულის შახტში დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

05 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge