თბილისში 12 სექტემბერს Fitch Ratings-ის ყოველწლიურიკონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანია „თეგეტა მოტორსი“ მიწვევული იქნა პანელურ დისკუსიაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ Fitch Ratings –ისწარმომადგენლები, ფინანსთა მინისტრის მოადგილენიკოლოზ გაგუა, საფონდო ბირჟის გენერალურიდირექტორი გიორგი ფარესიშვილი, საბროკეროკომპანიები, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკორპორატიული სექტორის წარმომადგენლები.
„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ პირველი კომპანიაავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა დააღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ისრეიტინგის მოპოვება. გავლენიანი სარეიტინგოსააგენტოს შეფასებით, კომპანიის რეიტინგი B-ითშეფასდა, პროგნოზით „სტაბილური“. რეიტინგისმინიჭებისას Fitch–მა ბაზარზე თეგეტას ლიდერისპოზიცია და ბიზნესის სტაბილური ზრდაგაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგიშეზღუდულია რეგიონში არსებულიმაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით. Fitch Ratings-ის შეფასების მოპოვება ნიშნავს, რომ კომპანიისსაქმიანობა არის გამჭვირვალე და დაინტერესებულ პირსშეუძლია ამ ანგარიშის საშუალებით თავად დარწმუნდესკომპანიის პოტენციალსა და სტაბილურობაში. Fitch Ratings არის 100 წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისოსააგენტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესოსარეიტინგო სააგენტოების სამეულში შედის. მრავალწლიანი გამოცდილების და პროფესიონალიზმისმაღალი დონის გამო, მისი შეფასებები ფინანსურსფეროში უდიდესი სანდოობით სარგებლობს.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 23 წელია რაც ბაზარზე მოღვაწეობს, ამ პერიოდის განმავლობაში პატარამაღაზია გადაიქცა რეგიონში დარგის ლიდერად, გვაქვს25 ფილიალი და მომხმარებელს ვთავაზობთ ევროპულისტანდარტის პროდუქტებსა და სერვისს, ჩვენ ასევეწარმატებით შევედით აზერბაიჯანის ბაზარზე და ამეტაპზე წარმოდგენილი ვართ 3 ფილიალით. ასევე დავნერგეთ კორპორატიული მართვა კომპანიაში რაშიცსაერთაშორისო საფინანსო კომპანია გვეხმარებოდა.კიდევ უფრო დიდი მასშტაბების მისაღწევადმნიშვნელოვანია „თეგეტა მოტორსი“ შევიდესკაპიტალის ბაზარზე და მოიზიდოს ინვესტიციებიკომპანიის სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია3-5 წლიან პერსპექტივაში კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსოს აქციები, მანამდე კივფიქრობთ ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთობლიგაციები, ეს იქნება უპრეცენდენტო შემთხვევასაავტომობილო სფეროში კავკასიასა და აღმოსავლეთევროპაში.“ – განაცხადა შეხვედრაზე თეგეტა მოტორსის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაჭარავამ.
„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილკომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებსავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანიაემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოშიწამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხისპროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერწარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების დაავტომობილის სათადარიგო ნაწილებისმიმართულებით.
კომენტარები