NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა

ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა

13 სექ 2018 ახალი ამბები 751 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჭაბუკიანის ქუჩაზესატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. ქუჩაზე შეიცვალამიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა.

ჭაბუკიანის ქუჩაზე განხორციელებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, 15 სექტემბრამდე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდება, მეორე ეტაპის სამუშაოები კი ღამის საათებში განხორციელდება, რათა ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს.

„ამ წუთისთვის ჭაბუკიანის ქუჩაზე დასრულებულია სამუშაოები და მოძრაობა გაიხსნა. როგორც დაგპირდით, 15 სექტემბრისთვის ამ კონკრეტულ ლოკაციებზე პირველი ფენა ანუ მოასფალტება იქნება დასრულებული, გზები გახსნილი და გადაადგილებათავისუფლად იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპზე იქნება საბოლოო სამუშაოები, მოასფალტება – მეორე, მესამე ფენა. ეს სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რათა მძღოლებს და მოსახლეობას დისკომფორტი არ შევუქმნათ. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს საცობების თავიდან აცილება შეუძლებელია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება და ჩვენც ვერანაირად ვერ შევძლებდით, რომ ეს ყველაფერი აგვეცილებინა. მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის, მოთმინებისთვის, მაგრამ ამ პროექტების გარეშე შეუძლებელი იმის მიღწევა, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა – რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული,  ინფრასტრუქტურა –გამართული, ხოლო გადაადგილება – კომფორტული და სწრაფი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შეიცვლება ბორდიურები, გარე განათების ბოძები და სანათები, ხოლო მიწისზედა სადენები მიწის ქვემოთ ჩავა.

კოსტავას, შარტავასა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო,ჭაბუკიანის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენის პარალელურად, დღესვე, 22:00 საათიდან 15 სექტემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩაზე. შესაბამისად, 26 მაისის მოედნიდან პეკინის გამზირის მიმართულებით, ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე და სააკაძის მოედნისა და ჭაბუკიანის ქუჩის გავლით, პეკინის გამზირს დაუკავშირდებიან.

კომენტარები

ტრანსპორტი 2018-09-13
Tags ტრანსპორტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემდეგი სტატია

„შემუშავებულია კანონპროექტი კომპანიონი ცხოველების უფლებების დაცვის შესახებ“

მსგავსი სტატიები

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

31 იან 2018

სოხუმში „კანონიერმა ქურდმა“ რუსი ძალოვანი სცემა

02 ოქტ 2017
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში   საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge