უკვე ექვსი წელია კომპანია Apple ყოველი წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ახალ პროდუქციას წარადგენს. განსხვავებული არც 2018 წელი აღმოჩნდა – ამჯერად კომპანიამ სამი ახალი ტელეფონი და „ჭკვიანი საათი“ წარუდგინა საზოგადოებას.
სმარტოფნებს შორის ზომით ყველაზე პატარა iPhone XS-ია (5,8 დიუმი). ხოლო შედარებით დიდი ზომის – 6,5 დიუმიან ვერსიას iPhone XS Max ჰქვია.
ახალ სმარტფონებში ახალი A12 პროცესორია გამოყენებული და ორივე მათგანს ორი სიმ ბარათის მხარდაჭერა შეუძლია. ორივე მათგანი წყალგამძლეა. ახალ სმარტფონები Face ID ამომცნობი სისტემით არიან აღჭურვილები და მათი ეკრანები OLED ტექნოლოგიით არის დამზადებული.
მესამე სმარტფონი – iPhone XR – შედარებით იაფასიან სეგმენტზეა გათვლილი და სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ ყველაზე მეტ გაყიდვებს. ამ სმარტფონის ეკრანი LED ტექნოლოგიით არის დამზადებული. მისი ღირებულება აშშ-ში 749 დოალრი იქნება. ხოლო iPhone XS-სა და iPhone XS Max-ის ფასი, შესაბამისად, 999 და 1099 დოლარი იქნება.
კალიფორნიაში გამართულ პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი, უკვე მეოთხე Apple Watch წარადგინა, რომელიც წინამორბედებისგან საკმაოდ განსხვავდება. გაზრდილია ეკრანის ზომა, რაც მასზე მეტი ინფორამციის გამოტანის საშუალებას იძლევა. ასევე, ახალი Apple Watch-ი მფლობელის წაქცევის შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში, კარდიოგრამას იღებს.
როგორც BBC წერს, Apple-მა 2017 წლის მეორე ნახევარში გადაასწრო Xiaomi-სა და Fitbit-ს ელექტრონული გაჯეტების წარმოებაში. ამაში დიდი როლი ითამაშა მაღალმა მოთხოვნამ Apple Watch-ებზე. ექსპერტების თქმით, ამჟამად Apple უფრო მეტ საათს ყიდის ვიდრე მთელი შვეიცარული საათების ინდუსტრია.
კომენტარები