საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკისსამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებშისასტუმრო „რედისონში” საქართველოს-ჩეხეთისრიგით მეოთხე მთავრობათაშორისიეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლოჩეხური მხრიდან ჩეხეთის მრეწველობისა დავაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირბარტლი უძღვებოდნენ
„ეს არის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისიეკონომიკური კომისია, სადაც განვიხილავთ ისეთმნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ინვესტიციები – შეიძლება ვთქვათ, რომმოვიცავთ ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროსდა განვიხილავთ იმ თანამშრომლობის გზებს, რომლებიც შეიძლება განვავითაროთ ჩეხურმხარესთან” – განაცხადა ჟურნალისტებთანსაუბრისას გენადი არველაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ჩეხურმხარესთან თანამშრომლობა „ერთი გზა-ერთისარტყელის” ფარგლებში და ამ კუთხითაცგანიხილება სხვადასხვა შესაძლებლობები. გენადი არველაძის განცხადებით, ჩეხეთი, 2018 წლის მონაცემებით, მეოთხე ადგილზეა იმქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოშიინვესტიციებს ახორციელებენ.
კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივემხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანასშორის არსებული თბილი და მეგობრულიურთიერთობები მყარ საფუძველს ქმნისხარისხობრივად ახალ დონეზე განვითარდესეკონომიკური კავშირები. მხარეებმა კიდევერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ურთიერთსასარგებლოპარტნიორობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირებისშემდგომ გაღრმავება/დივერსიფიცირებას, ასევეინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში უფრომჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.
კომენტარები