NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე: ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას

მამუკა ბახტაძე: ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას

12 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 693 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მცდელობა არ არის, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს პერსონიფიცირებული, პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს დეპერსონიფიცირებული და  შეიქმნას ის ინსტიტუტები და განისაზღვროს ის პოლიტიკა, რომელიც  საქართველოს მთავრობას მიაღწევინებს საერთო მიზანს.

„ჩვენმა პარტნიორებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც არის ძალიან მკაფიო. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები კვლავ განაგრძობენ მცდელობას, რომ არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ყველაფერს ძალიან ნათლად ხედავს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ჩვენ საქართველოში ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას, საპარლამენტო დემოკრატიას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას.

„საუბარი იმ ადამიანზე, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის და პარტიის თავმჯდომარე, რომ ის თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ეს ღიმილის მომგვრელია. გუშინ ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ეს ღიად დააფიქსირა. ჩემი აზრით საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს და მე ვიტყოდი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის არ არის ეს ის საკითხი, რომელიც მათ დამატებით პოლიტიკურ ქულებს მოუტანს. ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ .

 

კომენტარები

მამუკა ბახტაძე 2018-09-12
Tags მამუკა ბახტაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ბუნებრივია, მე ვარ პასუხისმგებელი ჩვენი ამომრჩევლისა და ქართული საზოგადოების წინაშე”

შემდეგი სტატია

„გაუგებარია, მმართველი პარტიის მხრიდან დღის წესრიგში ისეთი საკითხის შემოტანა, რომელიც მწვავე საზოგადოებრივ პრობლემას/საჭიროებას არ უკავშირდება“

მსგავსი სტატიები

სოფელ ჭუბერში დაზარალებულთა დასახმარებლად 14 ტონა ტვირთი გაიგზავნა

სოფელ ჭუბერში დაზარალებულთა დასახმარებლად 14 ტონა ტვირთი გაიგზავნა

09 ივლ 2018

ნუცუბიძის ფედრობზე, დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შესაძლოა შეწყდეს

12 იან 2018
ძლიერმა ქარმა ოზურგეთში ხეები და ელექტრობოძები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა ოზურგეთში ხეები და ელექტრობოძები მოგლიჯა

03 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge