„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მარიხუანის კულტივაციის შესახებ ინიციატივას აფასებს.
„ბიძინა ივანიშვილმა 80-იან წლებში თავისი ბიზნესი დაიწყო ერეკლეს მოედანზე, უბანში ნარკოტიკების გაყიდვით და დღეს ამ ბიზნესს ის აგვირგვინებს მსოფლიო ნარკობარონის სტატუსით, რომელმაც გადააჭარბა ესკობარისა და გენერალ ნორიეგას ფორმატს. იწყება ოფიციალური მოყვანა, დამზადება, გაყიდვა, ექსპორტი, მთელი ამ ბიზნესის მეპატრონე და კურატორი ივანიშვილი და მისი ოჯახია. მათ ჩამოუყვანეს სპეციალისტები საერთაშორისო ორგანიზაციიდან. გამართულია მოლაპარაკება ნარკოკომპანია გოლდმანთან, ამ სქემას უცხოეთიდან კურირებს ცნობილი მილიარდერი ნარკოვაჭარი, მაშკევიჩი,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.
კომენტარები