ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცველებს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ სარალიძე „ფეისბუქში“ წერს.
„ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც გუშუნდელ ინციდენტში იღებდა მონაწილეობა თავიანთი უღირსი უფროსების ბრძანებით, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას იმ შეურაცხყოფისთვის რაც მათ მივაყენე.
მე მჯერა, რომ პოლიცია სამართლის გვერდით იდგა დგას და იდგება.
მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს რომლებიც ჩემი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ და ბოდიშს ვუხდი იმ უღირსი პოლიციელების გამოც, ვინც არცხვენს ჩვენი პოლიციის მუნდირს.
ფორმას ამოფარებული სატანები, რომლებიც ღირსებას ულახავს ჩვენ ღირსეულ პოლიციელებს უნდა მოშორდნენ მათ რიგებს.
კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, ვისაც შეურაცხყოფა მივაყენე და მუდამ მოვუხდი ბოდიშს.
იმედი მაქვს, აღარ განმეორდება მათი უღირსი უფროსებისგან არანაირი ზეწოლა ჩვენ მიმართ და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალმა გაიმარჯვოს“,-წერს ზაზა სარალიძე.
ყველა იმ პოლიციელს რომლებიც გუშუნდელ ივციდენტში იღებდა მონაწილეობა თავიანთი უღირსი უფროსების ბრძანებით მინდა ბოდიში…
Posted by Zaza Saralidze on ოთხშაბათი, 12 სექტემბერი, 2018
კომენტარები