თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ხიდაშელის აზრით, განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებს, თუმცა მიიჩნევს, რომ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება რეფორმა არ არის.
„1. ყოვლად უვარგის, წარსულში ჩარჩენილ განათლების სისტემაში სინათლე თუ გამოჩნდება პირველი მივესალმები!
2. ადამიანები გათავისუფლება რეფორმა არ არის.
3. მით უფრო მათთვის მადლობის გამოცხადების ფონზე.
4. მინისტრი ვალდებულია ამომრჩეველს აუხსნას რა ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით უშვებს ამდენ თანამდებობის პირს ერთდროულად.
5. რა დავალებები მისცა და ვერ შეასრულეს, სად გამოაჩინეს რომ ხედვა არა აქვთ და ინიციატივები არ აქვთ. და თუ კი მადლობას როსთვის უხდის.
6. სანამ ამ ახალი ხედვის კონცეფციაც კი არ არის ცნობილი რა პრინციპით ირჩევს ახალ ხალხს
7 მინიმუმ ახალი ხალხის შერჩევის კრიტერიუმი მაინც ხომ უნდა იყოს ცნობილი.
8. მე როგორც პირველკურსელისდედა უკიდურესად უკმაყოფილო, უფრო მეტიც შეურაცხყოფილი ვარ გამოცდების ცენტრის საქმიანობით. ათწელზე მეტია რაღაცას რომ აკეთებ რუტინა მაინც უნდა გქონდეს დახვეწილი და უზრუნველყოფილი, შინაარსზე აღარაფერს ვამბობ, და ამასობაში თუ მადლობას უხდი მაშ რაღატომ უშვებ.
მინიმუმ ბავშვებს და მშობლებს მაინც მოუხადე ბოდიში ჩავარდნისთვის!!!
და ყველაზე მთავარი კიდევ ერთხელ —. ახალი ხედვა სად არის???
სიტყვაზე ვენდოთ?
თან ვის სიტყვაზე?
ვის გემოვმებაზე გადავაწყობთ ეხლა ტერორიზმის ან ოკუპაციის გამართლებას?“,-წერს ხიდაშელი.
კომენტარები