NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თამარ სანიკიძე ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს

თამარ სანიკიძე ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს

11 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 1526 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი თამარ სანიკიძე, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს. სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ცენტრის თითოეული თანამშრომლის მოწოდებითა და დაუღალავი შრომით“, რომლის გამოც არაერთხელ გამხდარან დაუმსახურებელი კრიტიკის ადრესატები, მნიშვნელოვანი როლია შესრულებული სისტემის განვითარებაში.

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს და თანამშრომლებს, რადგან ყველასთან პერსონალურად დამშვიდობება ვერ მოვახერხე. 2016 წლიდან მოყოლებული, რომ არა თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება და სურვილი, რომ რეალური გარდატეხა მომხდარიყო იმ სისტემაში, რომელსაც ჩვენ ყველანი ვემსახურებით, შეუძლებელი იქნებოდა იმ პროცესების განხორციელება და იმ შედეგების მიღწევა, რასაც ბოლო ორი წლის მანძილზე მივაღწიეთ.

ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გაჯანსაღებასთან, იყო ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირი. ბოლონიის ფარგლებში მნიშვნელოვან მარეგულირებელ დოკუმენტებთან ჩვენი ხარისხის შეფასების მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანა არ იყო მარტივი! განსაკუთრებით, როდესაც ამ კუთხით ევროპის წამყვანი ინსტიტუციები გაკვირდება. მიუხედავად დიდი რეზისტენციისა ჩვენ ეს მოვახერხეთ, მართლაც, დაუღალავი შრომითა და ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების დახმარებით.

ეს საქმე აუცილებლად დასრულდება ხარისხის მართვის ევროპულ ქსელში გაწევრიანებით, რომელიც ახლა გარდამტეხ ეტაპზეა. ENQA–ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ჩვენი ხარისხის შეფასების სისტემა იქნება ევროპაში აღიარებული და სანდო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხს, ხოლო საქართველოში გაცემული დიპლომები/კვალიფიკაციები იქნება ავტომატურად და უპირობოდ აღიარებული უცხოეთში.

ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ მთელს რეგიონში საქართველო და ხარისხის ცენტრი იქნება პირველი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება და საერთაშორისო მააკრედიტებლის უფლება ექნება. ეს უფლება ცენტრმა მოიპოვა სამაგალითო შეფასებებით, არა როგორც “დამწყებმა”, არამედ სრულ შესაბამისობაში მყოფმა განვითარებულმა ორგანიზაციამ, რისთვისაც ურთულესი პროცესები გავიარეთ. ეს პროცესი პრაქტიკულად ბოლო ფორმალურ მხარეს გადის და შედეგი უკვე ნოემბერში ოფიციალურად გამოქვეყნდება. ჩვენი სამედიცინო სკოლებისა და მომავალი კურსდამთავრებულებისათვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მთელი ეს პროცესები ცენტრის მიერ იმართება ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტით (EFQM), რაც ასევე გამონაკლისია მართვის კუთხით ჩვენს ქვეყანაში.

თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებაში ცენტრის როლი მართლაც წამყვანი იყო – აქ დაინერგა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა, პირველად განხორციელდა დუალური პრინციპით სწავლების პროცესი, დონორების მხარდაჭერით მოხდა ზოგადი განათლების ინტეგრაციის პილოტირება პროფესიულ სწავლებაში და მრავალი სხვა. ცენტრის მიერ მომზადებული უკანასკნელი ცვლილებები კანონში კი, საშუალებას მისცემს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას, რომ რეალურად პირველად შესთავაზოს ბენეფიციარებს უწყვეტი განათლების პრინციპზე აგებული სისტემა, ყოველგვარი საგანმანათლებლო “ჩიხების” გარეშე, ევროპულ ჩარჩოსთან თავსებადი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მეშვეობით.

თქვენი მოწოდებითა და დაუღალავი შრომით, რომლის გამოც არაერთხელ გამხდარხართ დაუმსახურებელი კრიტიკის ადრესატები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ სისტემის განვითარებასა და ასოცირების დღისწესრიგის შესრულებაში. მინდა, წარმატება გისურვოთ! თქვენთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის იყო სიამოვნება! P.s. მერა რა, რომ ბევრს “ვჩხუბობდით“,-წერს თამარ სანიკიძე.

მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს და თანამშრომლებს, რადგან ყველასთან პერსონალურად დამშვიდობება ვერ მოვახერხე. 2016 წლიდან…

Posted by Tamar Sanikidze on სამშაბათი, 11 სექტემბერი, 2018

კომენტარები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი თამარ სანიკიძე სოციალური ქსელი ყოფილი დირექტორი 2018-09-11
Tags განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი თამარ სანიკიძე სოციალური ქსელი ყოფილი დირექტორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კრწანისის რაიონში კიდევ ერთი თანამედროვე სკვერი ეწყობა

შემდეგი სტატია

დავით ზალკალიანის შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან

მსგავსი სტატიები

უცნობმა პირმა ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა

30 დეკ 2017
რეზოლუციის ტექსტი ის ტექსტი არ არის, რითაც პარლამენტი დღევანდელ სიტუაციაში უნდა გამოდიოდეს – ყველას ყელში ამოუვიდა რუსული იმპერიალიზმი!

რეზოლუციის ტექსტი ის ტექსტი არ არის, რითაც პარლამენტი დღევანდელ სიტუაციაში უნდა გამოდიოდეს – ყველას ყელში ამოუვიდა რუსული იმპერიალიზმი!

ირაკლი შალიკაშვილი 01 თებ 2022
მესამე ტალღა უნდა შევაჩეროთ, ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები

მესამე ტალღა უნდა შევაჩეროთ, ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები

ირაკლი შალიკაშვილი 29 მარ 2021

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge