„ცენტრ პოინტი“ M2-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპესნიუსი“ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებული წინაპირობების 80% შესრულებულია, დარჩენილ 20%-ს კი „ცენტრ პოინტი“ უახლოეს 10 დღეში შეასრულებს.
„ორ კვირაში M2 დაიწყებს სამუშაოებს რამდენიმე ობიექტზე. ამ სამუშაოების წარმოებისთვის „ცენტრ პოინტი“ M2-ს თავისუფალ აქტივს გადასცემს. მარტივად რომ ვთქვათ, „ცენტრ პოინტი“ ქირაობს M2-ს სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, თუმცა თანხის ნაცვლად მისცემს თავისუფალ ობიექტებს. პირველ ასეთ აქტივს ორ კვირაში გადავცემთ. მშენებლობის წარმოების პარალელურად კი მაიასთან და რუსიკოსთან გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და ისინი საპატირუსუდამროს დატოვებენ“, – განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.
კომენტარები