NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე: რუსული პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება

მამუკა ბახტაძე: რუსული პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება

11 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 787 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს გამოწვევას; არავისთვის არის სიახლე, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული მისწრაფებების შესახებ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვას რამდენად სერიოზულია ყალბი ინფორმაციის, კერძოდ კი რუსეთის მიერ წახალისებული და დაფინანსებული ყალბი ახალი ამბების პრობლემა საქართველოში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მცდელობები წარუმატებელია და ვერც მომავალში იქნება წარმატებული.

„ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. თუმცა აქაც გვმართებს სიფრთხილე. აქ საუბარია ცვლილებებზე ეკონომიკურ პოლიტიკაში – ჩვენ უნდა შევამციროთ და აღმოვფხვრათ სიღარიბე. სამწუხაროდ, სწორედ ეს პრობლემა ასაზრდოებს ხშირად  ნაციონალიზმს, ქსენოფობიას, ხოლო რუსული პროპაგანდა ხშირად ჩვენი ეკონომიკის სწორედ ამ სუსტ წერტილზე დარტყმას ცდილობს. ამ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ეხება განათლებას.

ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ადამიანური კაპიტალის შექმნაზე. ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმა გაზრდის ადამიანური კაპიტალის ინდექსს და უზრუნველყოფს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უფრო მაღალ დონეს. პასუხი ამ გამოწვევაზე მდგომარეობს სწორედ ეკონომიკის სფეროში. დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთი წარმატებას ვერასდროს მიაღწევს მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა. გავიხსენოთ, მაგალითად, არჩევნები, რომლებშიც ე.წ პრორუსულმა პარტიებმა ხმათა 4-5%-ზე მეტი ვერ მოაგროვეს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მამუკა ბახტაძე 2018-09-11
Tags მამუკა ბახტაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს შეხვდა

შემდეგი სტატია

რჩეულიშვილი – „ცენტრ პოინტი“ m²-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს

მსგავსი სტატიები

დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

ნინო ჩხეიძე 04 ივლ 2022

ქართველი სტარტაპერების გამარჯვება

19 სექ 2017
კობახიძე: „ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ“

კობახიძე: „ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ“

03 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge