NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე – ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროპული და დასავლური ოჯახის წევრი, არის ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი

მამუკა ბახტაძე – ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროპული და დასავლური ოჯახის წევრი, არის ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი

11 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 957 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ უნდა მოვამზადოთ საქართველო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტები წევრობისთვის და როცა წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მომწიფდება, საქართველო მზად უნდა იყოს, შეუერთდეს როგორც ნატოს, ისე – ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

Financial Time-ის მთავარი რედაქტორის ედვარდ ლუსის მიერ დასმულ კითხვას, დაადასტურა თუ არა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტისას მასთან საუბარში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს  გაწევრიანებისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა, პრემიერმა უპასუხა, რომ

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით.

„ყოველივე ეს ასევე დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და სტატუს ქვოზე. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საქართველო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტები წევრობისთვის. როცა წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მომწიფდება, საქართველო მზად უნდა იყოს, შეუერთდეს როგორც ნატოს, ისე – ევროკავშირს. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებულნი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ტრანსფორმაციის პროცესი – ევროპულ დემოკრატიად და ეკონომიკად ტრანსფორმაცია. სიღარიბე არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. მოსახლეობის 20% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს. ჩვენს პოლიტიკაში დასახულია ეტაპობრივი მიზნები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ჩვენი საგარეო პოლიტიკის მისწრაფებებთან. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს და ჩვენ უკვე გავხდით რეგიონში გამორჩეული ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროპული და დასავლური ოჯახის წევრი, არის ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. საქართველო არის ევროპის განუყოფელი, ბუნებრივი ნაწილი – ჩვენი ისტორია, კულტურა, ღირებულებები და ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მშენებლობისადმი ერთგულება ბუნებით ევროპულია. აქ არ არის საუბარი გეოპოლიტიკაზე – სწორედ ეს არის ჩემი არგუმენტი ამ საკითხზე საუბრისას, როცა გვეკითხებიან, არის თუ არა ეს არჩევანი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური. არა! ჩვენ, ჩემს თაობას, ან, თუნდაც, ჩვენს უშუალო წინამორბედებს არ გადაუწყვეტიათ უცებ ევროპული ცივილიზაციის წევრად ქცევა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მისი ნაწილი. ასე რომ, ჩვენი წევრობა სრულიად დამსახურებულია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები

მამუკა ბახტაძე 2018-09-11
Tags მამუკა ბახტაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ყოვლად უვარგის, წარსულში ჩარჩენილ განათლების სისტემაში სინათლე თუ გამოჩნდება პირველი მივესალმები“

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციაზე გამოსვლა 11 სექტემბრის ტრაგედიისა და სენატორ მაკკეინის გახსენებით დაიწყო

მსგავსი სტატიები

მესტიაში ორდღიანი აქცია დროებით შეწყდა

მესტიაში ორდღიანი აქცია დროებით შეწყდა

02 აპრ 2018

საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს

15 დეკ 2017
სოფელ ურთას მგლები შეესივნენ

სოფელ ურთას მგლები შეესივნენ

11 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge