„გწამს, რომ სწორ გზას ვადგავართ და მუდმივი პროგრესისა და განვითარებისაკენ მივისწრაფვით”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისოკონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა-2018″ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა დაგარდაცვლილი სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ერს თანადგომა კიდევ ერთხელგამოუცხადა.
„სენატორი მაკკეინი საქართველოს ერთგული მეგობარი გახლდათ. იგი წარმატებულიპოლიტიკოსი და ძლიერი პიროვნება იყო. იგი იყო ის მაგალითი, რომელიც გვასწავლიდა, რომადამიანს ძალუძს მოახდინოს პოლიტიკური აქტივობების კომბინირება ძლიერ მორალურპრინციპებთან. ჩვენ პატივს მივაგებთ სენატორ მაკკეინს მის მიერ გლობალურ პოლიტიკაში დაასევე ჩვენს ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის განვითარებაშიშეტანილი წვლილისათვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკურისისტემების, ასევე, საერთაშორისო კავშირების განვითარებას ახდენს.
“ჩვენ ვახდენთ ჩვენი დემოკრატიული და ეკონომიკური სისტემების განვითარებას, ჩვენ ასევევახდენთ ჩვენი საერთაშორისო კავშირების განვითარებას. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენსპოზიციას საერთაშორისო დონეზე და მე მწამს, რომ საქართველო სწორ გზას ადგას. მიუხედავად იმრთული სიტუაციისა რეგიონში და ასევე გლობალურ დონეზე, ჩვენ ვავითარებთ ჩვენსდემოკრატიულ სისტემას. ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ადამიანის უფლებებისდაცვის მხრივ, რომელიც გახლავთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ასპექტი თავისუფალი ქვეყნისგანვითარებისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომუმნიშვნელოვანესია სენატორ ჯონ მაკკეინის წვლილი საქართველოში ადამიანის უფლებებისდაცვის სფეროში.
„მე მსურს, კიდევ ერთხელ ვისაუბრო სენატორ მაკკეინზე და გავიხსენო ის, რომ იგი ილაშქრებდა იმწამების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ციხეებში 2012 წლამდე. მისიწვლილი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესია. მისმა სპეციალურმაგანცხადებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ამ მხრივ. სასამართლო სისტემა ეს არის ის ერთ-ერთი საკითხი, სადაც ყველაზე მეტი კრიტიკა გვესმის ოპოზიციისა და სხვადასხვა პირების მხრიდან,თუმცა სასამართლო სისტემაშიც მივაღწიეთ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რაც დასტურდება იმსტატისტიკური მონაცემებით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა პრაქტიკულისააგენტოებისაგან. მედიის მხრივ, ჩვენ ასევე მივაღწიეთ პროგრესს. თქვენ გახსოვთ თუ რა სიტუაციაიყო ამ მხრივ 2012 წლამდე. თავისუფალი მედია არხები სრულიად დაქვემდებარებული იყო წინახელისუფლებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კომენტარები