„დღეს ჩვენი საერთო ამოცანა დასავლეთისშენარჩუნება და გაძლიერებაა. სწორედ მიღწეულისშენარჩუნება და ჩვენი გაძლიერება უნდა იყოსრუსული საფრთხის შეკავების საფუძველი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმალევან იზორიამ საერთაშორისო კონფერენციაზე – „მსოფლიო თავდაყირა 2018“, რომელიც ჯონმაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკურიპოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებითიმართება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიასესიაზე „გლობალური უსაფრთხოება“ ერთ-ერთმომხსენებლად წარსდგა, სადაც მან გლობალურიუსაფრთხოების გამოწვევებზე და მოგვარების გზებზეისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვეგლობალური უსაფრთხოების კონტექსტი ყველაზეადეკვატურად აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებისსტრატეგიაშია ასახული. „ჩვენ კონკურენციისსამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მთავარიდაპირისპირება დემოკრატიულ, თავისუფალსამყაროსა ანუ დასავლეთსა და ავტორიტარულსისტემებს შორის მიმდინარეობს. განსაკუთრებითევროპისთვის ამ საფრთხეს რუსეთისავტორიტარული რეჟიმი წარმოადგენს,რომელმაცთავისი რევანშისტული პოლიტიკით ჯერსაქართველოს 20%-ის ოკუპაცია, შემდეგ კი ყირიმისანექსია მოახდინა და დღეს ცდილობს დაარღვიოსდასავლეთის ერთიანობა, შეასუსტოს მისიდემოკრატიული ინსტიტუტები“, – აღნიშნა ლევანიზორიამ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის აზრით, საერთოამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა. „საქართველო დასავლეთის განუყოფელი ნაწილია, რომელიც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი მოქალაქეებისუფლებებსა და თავისუფლებას. დემოკრატიულიგანვითარების გზით, საქართველოს მიზანია გახდესნატოსა და ევროკავშირის წევრი და აშშ-ისსტრატეგიული რეგიონული მოკავშირე. ამერიკისშეერთებული შტატები სწორად აფასებს საკითხს დაგამოსავალი სწორად არის ასახული ცნებაში – სტრატეგიული შენარჩუნება. ჩემი აზრით, ეს ნიშნავსსწორედ ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობისმნიშვნელობას“, – განაცხადა ლევან იზორიამ სესიაზეგამოსვლისას.
კომენტარები