ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია“, მისივე განცხადებით, „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომზე ცალსახაა – აგრესორი არის რუსეთი.
„ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია. სალომე ზურაბიშვილს საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში აქვს განსაკუთრებული დამსახურება. ჩვენი და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომზე ცალსახაა – აგრესორი არის რუსეთი. საქართველო გააგრძელებს განვითარებას და წინსვლას. ჩვენ გვაქვს ბევრი საქმე შემოდგომაზე, მათ შორის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები