ზაზა სარალიძისა და მახლაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ისინი საპროტესტო აქციების განახლებას დღეიდან გეგმავენ. ამის შესახებ მათ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი საზოგადოებას სიმართლის დადგენის მიზნით გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.
ზაზა სარალიძის თქმით, ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი „სისტემის მსხვერპლები“ არიან.
„პასუხისგებაში აპირებდნენ ჩვენს მიცემას ბატონ მალხაზთან ერთად, დღეს ალბათ, გერმანიის ფედერალურ ციხეში ვიქნებოდით. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას, არ აქვს მნიშვნელობა, ექიმი იქნება, პროკურორი, გამომძიებელი, შსს-ს თანამშრომელი თუ ვისი თანამშრომელი იქნება, ეს სტუდენტი იქნება თუ მასწავლებელი იქნება, არსებითი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია, ყველას მოვუწოდებ, რომ დაგვიდგეს დღეს ჩვენ გვერდში, ჩვენ ერთად უნდა აღვავლინოთ სამართლიანობა ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
კომენტარები