2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორიახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კომისიის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს დროებითი საგამოძიებო კომისიისდასკვნა, კომისიის რეკომენდაციები და ესაუბრნენ ზოგადად, კომისიის მუშაობის შესახებ.
„უაღრესად პოზიტიურად არის აღქმული ეს დასკვნა. ყველა იზიარებს იმ მთავარ მიგნებებს,რომელიც ამ დასკვნაშია გამოტანილი და ისინი ეთანხმებიან როგორც ჩვენ მიერ გაცემულრეკომენდაციებს, ისე იმ კონკრეტულ მოსაზრებებს, რომელიც დაფიქსირებულია კომისიისმხრიდან“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისასპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, მომავალში გაგრძელდება საზოგადოების ინფორმირება უკვე იმასთანდაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ამ რეკომენდაციების შესრულება.
კომენტარები