განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და კიდევ რამდენიმე პირი საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სისტემაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.
კომენტარები