NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა

დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა

09 სექ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1136 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 – კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ახალი გვირაბი, საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.

1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა.

დარიალის გვირაბი ამ დროისთვის, უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დიდი ოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილება შეწყდა. 2014 წლის სტიქიას კი ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტიქიის განმეორების რისკი, საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

გვირაბის აშენების შედეგად, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელი იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის და ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მსგავსი მასშტაბური პროექტისთვის უმოკლეს ვადაში – 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 140 ადამიანი.

კომენტარები

გვირაბი დარიალის ხეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2018-09-09
Tags გვირაბი დარიალის ხეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არ დაუშვათ ისეთი ქმედებებში ჩართვა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენს ნაკრებზე“

შემდეგი სტატია

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

მსგავსი სტატიები

რატი ამაღლობელი: მინისტრი, როგორც ჩანს, მიხვდა, გამოწვევა სად არის

28 დეკ 2017
პარლამენტში სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების საკითხი განიხილეს

პარლამენტში სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების საკითხი განიხილეს

08 ივლ 2018

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტენდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეა წარმოდგენილი

სოსო ელისაშვილი 09 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge