NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის ვიცემერი კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის ვიცემერი კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა

07 სექ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, პოლიტიკა, საზოგადოება 405 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ მამუკა კობახიძესთან ერთად, მატარებლების მწარმოებელ შვეიცარულ კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „შტალდერის“ წარმოების განხორციელების დეტალებსა და მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„რამდენიმე თვის წინ, თბილისის მერიამ კომპანია „შტადლერთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში „შტადლერის“ წარმოების განხორციელება განიხილება. ეს არის კომპანია, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტს აწარმოებს. დღეს კომპანიის ხელმძღვანელებთან და დამფუძნებლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის შემდეგი დეტალები განვიხილეთ. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერიასა და „შტალდერს“ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება მოხერხდება, წლის ბოლოს, შესაძლებელია, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდეს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დამამზადებელი ქარხანა აშენდება, რომლის მფლობელი და განმახორციელებელიც, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

„შტადლერი“ სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს და საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების, „საქართველოს რკინიგზისა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით, რკინიგზის ტრანსპორტის რეგიონული საწარმოს აშენებას გეგმავს.

შვეიცარული კომპანია, როგორც რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს, ასევე, მეტროსა და ტრამვაის შემადგენლობებს აწარმოებს და მას მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები გააჩნია. საქართველოში წარმოებული პროდუქცია, როგორც ლოკალური, ასევე, რეგიონული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

კომენტარები

თბილისი ქარხანა შტადლერი 2018-09-07
Tags თბილისი ქარხანა შტადლერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაღრაძე: „პარტია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ არის“

შემდეგი სტატია

14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მსგავსი სტატიები

429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

03 სექ 2017

„ბორჯომში სპორტსმენთა ზონდერ ბრიგადები ჩაიყვანეს“

11 ნოე 2017
სრული ლუსტრაცია მოხდა, ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდნენ

სრული ლუსტრაცია მოხდა, ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდნენ

ირაკლი შალიკაშვილი 28 მაი 2020

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge