NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ფინანსთა მინისტრი „იბერიას“ განცხადებას პასუხობს

ფინანსთა მინისტრი „იბერიას“ განცხადებას პასუხობს

07 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 1133 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არა ერთი შეთავაზების მიუხედავად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯთ“ არ თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები ასობით ათასი პენსიონერის, სამხედრო მოსამსახურის, სოციალურად დაუცველისა და პედაგოგების წინაშე.

„ვერც ერთ შემთხვევაში, სახელმწიფო, მთავრობა ვერ დაუშვებს, რომ ამ ვალდებულებების შესრულებას შეექმნას საფრთხე. ასეთ საფრთხეს კი ქმნიან სწორედ ისეთი კომპანიები, როგორც არის მაგალითად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ოჯთ“. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, არ გვაქვს საგადასახადო დავა, ეს არ არის საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულება – ეს არის გატანილი სააქციზო მარკების არგადახდის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება“, – განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დავალიანების გადანაწილების მიზნით, შემდგარიყო გრაფიკი.

„ორივეჯერ ასეთი გრაფიკი შედგა, თუმცა არც ერთხელ არ შესრულებულა. გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ მოგვმართა თხოვნით არ გამოგვეყენებინა იძულებითი ღონისძიებები და ეს მოთხოვნაც 11-ჯერვე დაკმაყოფილდა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ვალი შემცირებულიყო, ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი მოცულობა გაიზარდა და მიაღწია 51 მლნ ლარზე მეტს. ჩვენ ვერ დავუშვებდით აღნიშნული ვალის შემდგომ ზრდას. როგორც აღვნიშნე, კომპანიასთან გვქონდა არა ერთი შეთავაზება სხვადასხვა ტიპის გრაფიკზე, გვქონდა შეხვედრებიც, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია არ თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

იბერია ივანე მაჭავარიანი ომეგა ჯგუფი ტელეკომპანია იბერია ფინანსთა სამინისტრო 2018-09-07
Tags იბერია ივანე მაჭავარიანი ომეგა ჯგუფი ტელეკომპანია იბერია ფინანსთა სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

10 სექტემბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილში დროებით შეიზღუდება

შემდეგი სტატია

11 და 12 სექტემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდება

მსგავსი სტატიები

წულუკიანი: ივანიშვილის დაბრუნებით პარტიის განვითარებაში ახალი ფაზა იწყება

წულუკიანი: ივანიშვილის დაბრუნებით პარტიის განვითარებაში ახალი ფაზა იწყება

26 აპრ 2018

„ქართული ოცნება“ საზოგადოებას მიმართავს

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018
ოქრუაშვილი ხალვაშის წინააღმდეგ – საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შედის

ოქრუაშვილი ხალვაშის წინააღმდეგ – საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შედის

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge