ბრაზილიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჟაირ ბოლსონარუ დაჭრეს. უცნობმა მამაკაცმა ის მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭერა. BBC-ის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლსონარუ საკმაოდ წინააღმდეგობრივი კანდიდატია – ის პოპულისტური გამონათქვამებით არის ცნობილი და მიიჩნევა, როგორც ულტრა-მემარჯვენე კანდიდატი.
წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, ჟაირ ბოლსონარუს სხვა კანდიდატებს შორის ყველაზე პოპულარულია. მასზე მეტი მხარდამჭერი მხოლოდ ექსპრეზიდენტს ლუის ინასიუ ლულა და სილვას აქვს, თუმცა ამ უკანასკნელს არჩევნებში მონაწილეობა სასამართლომ აუკრძალა.
კომენტარები