NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბახტაძე – კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენის ხარჯი მინიმუმამდე შეუმცირდეს

ბახტაძე – კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენის ხარჯი მინიმუმამდე შეუმცირდეს

06 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1013 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ასაკით პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე 50-დან 80%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ, – ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენით გამოწვეული ფინანსური ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს.

„საქართველოს მთავრობამ 2013 წელს წამოიწყო ჯანდაცვის სისტემის უპრეცედენტო რეფორმა და აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც თითოეულ მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, მიეღო ჯანდაცვის ის სერვისები, რომლებიც, ფინანსური ბარიერების გამო, მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო. 2017 წლიდან, ჩვენ დავიწყეთ მეორე ფაზა, შეიქმნა ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტზე 50%-იან ფასდაკლებას. რამდენიმე მედიკამენტზე ფასდაკლება 80 %-მდეც გაიზარდა. 3 სექტემბრიდან ფასდაკლებით სარგებლობენ ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კი აღნიშნული მედიკამენტების შეძენა უკვე წელიწადზე მეტია, შესაძლებელია, ხშირ შემთხვევაში – სიმბოლურ ფასად. გარდა ამ ჯგუფებისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი მოსახლეობისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა და სოციალური სტატუსისა, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე 50%-მდე ფასდაკლების შესაძლებლობის შექმნის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა მედიკამენტის მაღალ ხარისხს ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პროგრამა გაფართოებას განაგრძობს და უახლოეს პერიოდში უფრო მეტი მედიკამენტითა და მოსარგებლით იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ ვიცით, რომ მედიკამენტის შეძენაზე ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის. როგორც მოსახლეობას შევპირდი, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რომ ეს ხარჯი მინიმალური გახდეს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც უჭირს და სოციალურად დაუცველია“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

მამუკა ბახტაძე მედიკამენტები ჯანდაცვა ჯანდაცვის რეფორმა 2018-09-06
Tags მამუკა ბახტაძე მედიკამენტები ჯანდაცვა ჯანდაცვის რეფორმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერი „ევროპული საქართველოს“ მომზადებულ დასკვნას აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

კანაფის დათესვა-მოყვანის ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავეს

მსგავსი სტატიები

გუბელაძე: ლევან ფურცხვანიძეს უშუალოდ დაავალა დავით ჭაკუამ პატიმრების ცემა-წამება და ვიდეოზე გადაღება

18 სექ 2017
აშშ-ის ელჩი საქართველოში: რატომ მიყვარს თბილისი

აშშ-ის ელჩი საქართველოში: რატომ მიყვარს თბილისი

23 იან 2018

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სოსო ელისაშვილი 08 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge