NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

05 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 1045 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირებისთვის, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენაში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ბრალდებული, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა.ჯ. დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ჯ. 2017 წლის იანვრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე.ბ.-სთან, რა დროსაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად ძალადობდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მას. სისტემატიურად კეტავდა სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მოკვლით ემუქრებოდა. 2018 წლის აპრილში, ე.ბ.-ს მოთხოვნაზე დაშორებულიყვნენ, ა.ჯ.-მ განუცხადა, რომ იგი მისი საკუთრება იყო და როგორც ქალს წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ ჰქონდა. მუქარის და ფსიქოლოგიური ტერორის გამო ე.ბ. იძულებული იყო მის ნებას დაყოლოდა.

2018 წლის 31 მაისს, ა.ჯ.-მ ე.ბ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში მიაყენა ჭრილობა, ხოლო ე.ბ.-ს ყოფილ მეუღლეს მ.გ.-ს სამჯერ ესროლა. სროლის შედეგად ე.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიიღო, ხოლო მ.გ. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ქ.თბილისის პროკურატურამ ა.ჯ. 2018 წლის 31 მაისს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 111 19, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

პატიმრობა პროკურატურა უბნის ინსპექტორი შსს 2018-09-05
Tags პატიმრობა პროკურატურა უბნის ინსპექტორი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-მ სირიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვები დაუწესა

შემდეგი სტატია

ლადო სადღობელაშვილმა და ირაკლი დოლენჯაშვილმა „ქართული მარში“ დატოვეს

მსგავსი სტატიები

დავით ბაქრაძე: ეს ნამდვილად არ არის პარტია “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი

დავით ბაქრაძე: ეს ნამდვილად არ არის პარტია “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი

ნინო ჩხეიძე 28 დეკ 2020
უსუფაშვილი: თუ ამითი იზომება, ვინ სად უნდა იჯდეს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე სარდაფში, მინუს მესამე სართულზე უნდა დაჯდეს

უსუფაშვილი: თუ ამითი იზომება, ვინ სად უნდა იჯდეს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე სარდაფში, მინუს მესამე სართულზე უნდა დაჯდეს

16 აგვ 2018
„გამორიცხულია ამ ორი მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება“ – ივანე მაჭავარიანი TBC ბანკსა და ანაკლიის პროექტზე საუბრობს

„გამორიცხულია ამ ორი მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება“ – ივანე მაჭავარიანი TBC ბანკსა და ანაკლიის პროექტზე საუბრობს

25 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge