NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოქალაქის ჭაში ჩავარდნის გამო მერიას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

მოქალაქის ჭაში ჩავარდნის გამო მერიას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

05 სექ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება, სამართალი 954 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხეებს, შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მოქალაქისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველსო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„2014 წლის 1 ივლისს მოსარჩელე ღამის საათებში 5-6 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა ქ. თბილისში არსებულ ერთ-ერთ საკანალიზაციო ჭაში (წყალარინში), სადაც 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მოქალაქის ჭაში ჩავარდნა გამოიწვია ჭის თავსახურის დაზიანებამ. საფრთხის არსებობის შესახებ ჭასთან არ იყო განთავსებული რაიმე ტიპის აღნიშვნა, რაც დაზარალებულს აფიქრებინებდა საფრთხის შესახებ. შემთხვევის შედეგად მოქალაქეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა და გრძელვადიანი სამედიცინო მკურნალობა.

მოპასუხეებით მტკიცებით, მოსარჩელე არ მოძრაობდა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ჭა იყო დახურული, ასევე არ მიმდინარეობდა ჭის რემონტი ან რეაბილიტაცია, შესაბამისად, ჭასთან არ ყოფილა გამაფრთხილებელი ნიშნების საჭიროება. ამასთან, ქ. თბილისში არის 30 000-მდე ჭა და მათი ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოსთვის.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების არგუმენტები და მიიჩნია, რომ არსებობდა მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, ქ. თბილისში განთავსებული სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა პატრონობაზე (ექსპლუატაციაზე) მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ატარებს ტენდერს და გამარჯვებულ კომპანიასთან დებს ხელშეკრულებას. 2014 წლიდან შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებს. 2015 წელსაც იგივე სამუშაოებს ასრულებდა აღნიშნული კომპანია.

სასამართლოს მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზიანი, რომელიც გამოხატულია მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედება კი, გამოხატულია მოპასუხე მხარეების უმოქმედობაში. კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ვალდებულებას წარმოადგენდა ზემოთ აღნიშნული ჭის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სანიაღვრე ჭების შეკეთება, ახალი ჭის მოწმობა, დაზიანებული კოლექტორის შეკეთება, სანიაღვრე სისტემის შესაბამის გამართულ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში მოყვანა ან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას წარმოადგენდა განეხორციელებინა ტექნიკური კონტროლი ან/და შეემოწმებინა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული მომსახურეობა, რაც არაჯეროვნად შესრულდა მოპასუხეების მხრიდან“, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

თბილსერვის ჯგუფი მერია საია სასამართლო ჭა 2018-09-05
Tags თბილსერვის ჯგუფი მერია საია სასამართლო ჭა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„განათლების მიმართულება საჭიროებს მნიშვნელოვან სისტემურ განახლებებს“

შემდეგი სტატია

შსს-ს ინიციატივები მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით

მსგავსი სტატიები

„პატრიოტთა ალიანსმა“ თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა

25 ნოე 2018
ვნების კვირა – დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ჯვარცმის დღე

ვნების კვირა – დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ჯვარცმის დღე

ნინო ჩხეიძე 17 აპრ 2020
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა

სოსო ელისაშვილი 09 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge