NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მომავალში ჩვენ უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს“

„მომავალში ჩვენ უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს“

05 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 612 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეს იყო იაპონიის საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც ძალზედ ნაყოფიერი გახლდათ. ჩვენ 25 წელი დაგვჭირდა იმისათვის რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი წვეოდა საქართველოს, მაგრამ მომავალში ეს ხშირად განმეორდება, ჩვენ უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს და ჩვენ გვაქვს იმედი რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობები ბევრად უფრო მჭიდრო გახდება. დიდი მადლობა ქართველი ხალხს გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“ – ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ საქართველოდან გამგზავრებისას განაცხადა. 

იაპონიის პირველი დიპლომატის გაცილების ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორის აეროპორტში გაიმართა. ტარო კონო ქართველმა კოლეგამ, დავით ზალკალიანმა გააცილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა აღნიშნული ვიზიტი და მისი შედეგები. დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა მნიშვნელოვანი ინიციატივები საქართველოს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და იაპონიასთან ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით:

„ეს ვიზიტი კიდევ უფრო ახალ იმპულსს მისცემს საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებს და გადაიყვანს თვისობრივად ახალ დონეზე. გამომდინარე იქიდან რომ შეხვედრების შინაარსი იყო ძალიან დატვირთული განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა ახალი ინციატივები, კერძოდ საქართველოს მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა იმისა, რომ მას შემდეგ, რაც დასრულებული იქნება ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები და გაფორმდება შეთანხმება, არის შესაძლებლობა იმისა, რომ დავიწყოთ საუბარი თავისუფალ ვაჭრობაზე რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან როგორიც არის იაპონია. აღსანიშნავია რომ იაპონური მხარე არის მოწადინებული, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა. მადლიერი ვართ იაპონური მხარის ახალი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის 343 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფაში“, – განაცხადა დავით ზაკლკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იაპონიის მთავრობის ახალ „კავკასიის ინიციატივის“, რომელიც ასევე ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა და მოიცავს ცალკეულ პროექტებს, რომლებიც ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეებისათის სავიზო პროცედურების მნიშვნელოვანი გამარტივება და ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა წლების განმალობაში ავლენს საქართველოს მიმართ: „იაპონია იყო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მსოფლიოს საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმარა საქართველოს ეკონომიკის აღორძინების საქმეში. მაშინაც 200 მლნ. აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი იაპონიის მხრიდან. ეს თანამშრომლობა ეკონომიკური სფეროების გაღრმავების კუთხით მომავალშიც გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული. ნაყოფიერი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი საქართველო იაპონიის ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეუღლესთან ერთად საქართველოში 4-5 სექტემბერს პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

კომენტარები

დავით ზალკალიანი იაპონია 2018-09-05
Tags დავით ზალკალიანი იაპონია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლსკი – „არ მგონია, რუს ჟურნალისტებს ჰქონდეთ რესურსი, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ“

შემდეგი სტატია

„კობაურს ჩაუტარდება ექსპერტიზა – შეუძლია თუ არა ზოგადად სქესობრივი აქტის დამყარება“

მსგავსი სტატიები

საქალაქო სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება

11 ოქტ 2017
ჩხენკელი: ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ჩხენკელი: ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ნინო ჩხეიძე 17 აგვ 2021

მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიამ 31 საჩივრიდან 7 დააკმაყოფილა

24 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

    ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

  • მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

    მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

  • “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

    “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

    ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

  • პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

    პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

  • ვადიმ ბოიჩენკო:  მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

    ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

  • ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

    ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge