NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გურიაში თხილის ძირითადი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული

გურიაში თხილის ძირითადი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული

05 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1085 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეამოწმეს. ლაბორატორიული ანალიზების შედეგად, თხილის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების (ფომოფსისი, კიბო, ნაცარი, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ციტოსპოროზი, ვარდისფერი ობი, ფუზარიოზი) შედეგად არის დაზიანებული. კვლევები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში ერთობლივად მიმდინარეობდა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და გურიის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის ნიმუშები ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ფერმერთა ნაკვეთებიდან აიღეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებმა შეუწამლავი და შეწამლული თხილის მოსავალი ერთმანეთს შეადარეს. შედეგების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ფენოკალენდარული სქემის მიხედვით შეწამლული თხილის ბაღებში მოსავლის 84% საღია, ფაროსანათი დაზიანებული – 3%, სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული კი 9%-ია. შეუწამლავ ბაღებში თხილის მხოლოდ 8%-ია საღი, 66%-სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული, 6% – ფაროსანათი მიყენებული ზიანია. იმ ფერმერებმა, ვინც თხილის ბაღების შეწამვლისას სპეციალისტების რჩევები არ გაიზიარეს, თხილის მოსავლის მხოლოდ 22% საღი, 6% ფაროსანათი, 60% კი სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული მიიღეს. სპეციალისტების განცხადებით, პრობლემებია თხილის ბაღებშიც, სადაც დარღვეულია თხილის მოვლა-მოყვანის და სხვლა-ფორმირების წესები.

მიღებული კვლევების შედეგად, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ფერმერებს დაურიგდებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტები აქტიურად აგრძელებენ ფერმერებთან შეხვედრებს და კონსულტაციების გაწევას“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

გურია თხილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018-09-05
Tags გურია თხილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

შემდეგი სტატია

„ევროკავშირმა უნდა აღიაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პერსპექტივები და დაასახელოს მათი გაწევრიანების რეალური ვადა“

მსგავსი სტატიები

“როგორ დავტოვოთ რუსეთი?” – კითხვა, რომელსაც ბოლო დღეებია რუსეთში მცხოვრები ადამიანები Google-ს ყველაზე ხშირად უსვამენ

“როგორ დავტოვოთ რუსეთი?” – კითხვა, რომელსაც ბოლო დღეებია რუსეთში მცხოვრები ადამიანები Google-ს ყველაზე ხშირად უსვამენ

ირაკლი შალიკაშვილი 21 სექ 2022

აფბა პროკურატურას ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს

14 სექ 2017

თემქაზე მამაკაცს ესროლეს

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

  • მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

    მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

  • ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

    ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge