NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილისთვის შეთავაზებული სამუშაო გრაფიკის ცვლილება ბუნდოვანია“

„საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილისთვის შეთავაზებული სამუშაო გრაფიკის ცვლილება ბუნდოვანია“

04 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 838 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას, სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით, ბუნდოვანს უწოდებს. არასამთავრობოს აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება კითხვებს ბადებს პროცესის გაუმჭვირვალობისა და ცალკეული თანამშრომლების მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის გამო.

„ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა თანამშრომლების ნაწილს სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება წარუდგინა. აღნიშნული ინიციატივის საფუძველზე, მაუწყებლის კონკრეტული თანამშრომლები საათობრივი ანაზღაურების სისტემაზე გადავლენ. მენეჯმენტის განცხადებით, თუკი თანამშრომლები ამ შეთავაზებას 4 სექტემბრამდე არ დათანხმდებიან, მათ ორთვიანი ანაზღაურების კომპენსაციის მიღების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინამდებარე ცვლილებების შესახებ საჯარო განცხადება მოგვიანებით , მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა მენეჯმენტის სადავო ინიციატივის შესახებ. აღნიშნულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მაუწყებელში დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანურ რესურსს, ამ ადამიანებს კი სამსახურში “უაღრესად დაბალი” გამოცხადება აქვთ, ხოლო ნაწილი ფაქტობრივად არ დადიოდა სამსახურში. თუმცა, მენეჯმენტი თანამშრომლებისათვის გაკეთებულ შეთავაზებებში ზემოთ აღნიშნულ საფუძვლებზე საერთოდ არ საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წლებია უშედეგოდ აანონსებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ატესტაციის თუ შეფასების პროცესს. დღემდე არ არის შექმნილი თანამშრომლების შეფასების გამჭვირვალე სისტემა; არ არის დათვლილი რა რაოდენობის თანამშრომელი სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს; და არ არსებობს საშტატო განრიგი. ამის პარალელურად კი, ახალი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში უკონკურსოდ დასაქმდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიების, GDS-ისა და “მეცხრე არხის” ათობით ყოფილი თანამშრომელი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მხარს უჭერს რეფორმების აუცილებლობას საზოგადოებრივ მაუწყებელში, თუმცა პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, ყველა დასაქმებულის კვალიფიკაცია შეფასდეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და გამოირიცხოს სუბიექტური მოსაზრებებით ცალკეული ადამიანების გამოყოფა და მათი დისკრიმინაცია.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ ყველა ლეგიტიმურ კითხვას, რათა არ დარჩეს ეჭვები მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომელთა ნაწილის მიმართ უსამართლო მოპყრობასთან დაკავშირებით.

ასევე, მოვუწოდებთ სამეურვეო საბჭოს და საქართველოს პარლამენტს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასწრაფოდ დაინტერესდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მზად არის შესაბამისი იურიდული დახმარება გაუწიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი“, – წერია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

საერთაშორისო გამჭვირვალობა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო საზოგადოებრივი მაუწყებელი 2018-09-04
Tags საერთაშორისო გამჭვირვალობა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო საზოგადოებრივი მაუწყებელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იოჰანეს ჰანი – მივმართავ ახალგაზრდებს, წავიდნენ არჩევნებზე

შემდეგი სტატია

პოლიციამ კახეთში ბინის ქურდობის 3 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

მსგავსი სტატიები

ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაი 2018
მახარობლიშვილი: მნიშვნელოვანი იქნება, რომ გერმანიის კანცლერი ადგილზე გაეცნობა არსებულ სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მახარობლიშვილი: მნიშვნელოვანი იქნება, რომ გერმანიის კანცლერი ადგილზე გაეცნობა არსებულ სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

23 აგვ 2018
“ის უნდა იყოს გულწრფელი” – ბაქრაძე ხაზარაძეს საზოგადოების თანადგომის მოპოვებას ურჩევს

“ის უნდა იყოს გულწრფელი” – ბაქრაძე ხაზარაძეს საზოგადოების თანადგომის მოპოვებას ურჩევს

19 თებ 2019

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge