„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი ევროპული სკოლა, ეს არის სიახლე არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად, მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომელშიც ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად მონაწილეობს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელშიც ევროპის ფარგლებს გარეთ დაფუძნდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პირველად სწორედ საქართველოში მოხდა.
„მივესალმები ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც გვამხნევებენ და მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სტუდენტების ინტერესი და ახალგაზრდების ინტერესი არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის, ისევე, როგორც განათლების სისტემის რეფორმა. განათლების სისტემის რეფორმირება გახლავთ ის უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და მინდა, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ დღევანდელი პროექტი არის ჩვენი რეფორმის უმნიშნველოვანესი ნაბიჯი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კომენტარები