NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერმინისტრი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

პრემიერმინისტრი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

04 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1069 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ სამეზობლოში პირველი ევროპული სკოლის საქართველოში გახსნის მნიშვნელობას, რომელიც 6 ქვეყნის მოსწავლეებსმაღალი ხარისხის საბაკალავრო განათლებისა და ევროპულ კვლევებში საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის მიღების შესაძლებლობას აძლევს. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ევროკავშირს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან დიალოგის ახალ – უმაღლეს ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრაც, ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.

საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე – საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას, თანამშრომლობის ყველაარსებული მექანიზმის გამოყენებით.

დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის მიერ 45 მილიონი ევროს გამოყოფას, რაც სწორედ ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომპლექსურ დღის წესრიგზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების წარმატებით განხორციელებაზე, ასევე – ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

კომენტარები

ევროკავშირი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მამუკა ბახტაძე 2018-09-04
Tags ევროკავშირი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მამუკა ბახტაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 4 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება

შემდეგი სტატია

მუცოში 20-მდე ციხე კოშკი აღდგა

მსგავსი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მივიდა

სალომე ზურაბიშვილი ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მივიდა

18 დეკ 2018
დმიტრი პესკოვი: საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს

დმიტრი პესკოვი: საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს

ნინო ჩხეიძე 09 მარ 2023
ივანიშვილი არამხოლოდ 9 აპრილის მთავარ ჯალათ ლებედს აფინანსებდა, აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აფხაზეთის ომს

ივანიშვილი არამხოლოდ 9 აპრილის მთავარ ჯალათ ლებედს აფინანსებდა, აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აფხაზეთის ომს

სოსო ელისაშვილი 08 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

    მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge