NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

03 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 888 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს. განცხადება 1tv.ge-ზე გავრცელდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანად განხორციელებისთვის მაუწყებლის მენეჯმენტმა დაგეგმა თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, სამუშაო გრაფიკის და სისტემის მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში სრულად მოშლილი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სპეციფიკური ორგანიზაცია, სადაც ირიცხება როგორც არანორმირებული, ასევე ნორმირებული, საათობრივ და განსხვავებულ რეჟიმზე/ცვლებში მუშაობის დატვირთვაზე მყოფი პოზიციები.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოშლილი და ფაქტობრივად, აღრიცხვა არ ხორციელდებოდა, რაც აისახა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, სადაც რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი იყო თანამშრომელთა დასწრება – აღრიცხვის, ე.წ. ტურნიკეტის სისტემის დანერგვის აუცილებლობა.

2018 წლის მაისში დასრულდა შენობაში დაშვება-კონტროლის სისტემის მოწყობილობების მონტაჟისა და გამართვის სამუშაოები, რის შესახებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული.

სისტემის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა, რომ მთელ რიგ სტრუქტურულ ერთეულებში არათანაბრად არის გადანაწილებული დატვირთვა ან არსებული დატვირთვა არასწორად არის ასახული სამუშაო რეჟიმებზე. გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება არის უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდება მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს. ამავდროულად, რიგ თანამშრომლებს მოთხოვნილ სამუშაო რეჟიმზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებული სამუშაო საათები აქვთ დაგროვებული.

გამოიკვეთა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები/ცვლები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას. შედეგად დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანურ რესურსს.

მაუწყებლის ახალი სეზონის (2018/2019) გადაცემების დაგეგმვა განხორციელდა შესაბამისი სამუშაო ძალების განსაზღვრასთან ერთად – ეთერს ინარჩუნებს ყველა არსებული გადაცემა და იგეგმება რამდენიმე მასშტაბური პროექტი. შესაბამისად, განისაზღვრა ის ადამიანური რესურსი, რომელიც საჭიროა ამ გადაცემების შესაქმნელად. განხორციელდა კონკრეტულ გადაცემებსა და პროექტებზე მომუშავე ჯგუფების სრული კომპლექტაცია, თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვის რეჟიმები და ცვლები.

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია თანამშრომლთა იმ რაოდენობის შესახებ, რომლებსაც თითქოს შეუცვალეს ხელშეკრულების პირობები, რეალურად, ეს რიცხვი გაჟღერებული რაოდენობის ნახევარსაც არ შეადგენს. საუბარია 70-მდე კადრისთვის ხელშეკრულების პირობების ცვლილების შეთავაზებაზე, რომელთა გაფრთხილებაც კანონის შესაბამისად, დროულად განხორციელდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება.

თანამშრომლებისთვის მომზადდა შეთავაზება, რომელიც გულისხმობს:

– შრომის ანაზღაურებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;

– ანაზღაურება განხორციელდება გადასაღები დღეების (არა საათის) გაანგარიშებით;

– სამუშაოს შესრულება განხორციელდება დავალების შესაბამისად, ხოლო დავალება ფორმირდება საწარმოო პროცესებზე, გადაცემების მოცულობაზე და სირთულეზე, ასევე მიმდინარე პროექტებსა და დატვირთვის მოცულობაზე;

– სამუშაო რეჟიმის და შესაბამისი ანაზღაურების სისტემის გარდა, შრომითი ხელშეკრულებების სხვა პირობები რჩება უცვლელი.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად გაერკვეს პროცესებში, არ შეუწყოს ხელი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებელი წარმოადგენს საჯარო ორგანიზაციას, მასში მიმდინარე პროცესები არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, პროცესებში ჩართულია სამეურვეო საბჭო და მაუწყებლის მენეჯმენტი მზად არის ნებისმიერი განმარტებისთვის“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

განცხადება თანამშრომლები საზოგადოებრივი მაუწყებელი 2018-09-03
Tags განცხადება თანამშრომლები საზოგადოებრივი მაუწყებელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მათ არამხოლოდ დაუშვეს, რომ საქართველოში რუსებს ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება, არამედ…“

შემდეგი სტატია

რეკომენდაციები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით ცესკო რეკომენდაციებს ავრცელებს

მსგავსი სტატიები

ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს არ უშვებენ

20 აგვ 2017
მომღერალ კახა ცისკარიძეს ბათუმის მერობა სურს

მომღერალ კახა ცისკარიძეს ბათუმის მერობა სურს

ნინო ჩხეიძე 18 აგვ 2021

ლინას ლიკნევიჩუსი: რაც შეეხება სააკაშვილს, ეს უკრაინის შიდა საქმეა

11 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge