ვაკის რაიონში, გზების რეაბილიტაციააქტიურად მიმდინარეობს. გამგეობისდაკვეთით, საგზაო პროექტი დაიწყობერძენიშვილის ქუჩაზე, სადაც, გეგმისმიხედვით, 4 520 კვ. მ. ფართობზე ასფალტისახალი საფარი დაიგება. სამუშაოების შედეგად, როგორც სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარებიშეკეთდება და ახალი ბორდიური მოეწყობა. პროექტის ღირებულება 162 358 ლარსშეადგენს.
გარდა ამისა, ბოლო ეტაპზეა გზისრეაბილიტაცია ატენის ქუჩაზე – II შესახვევშიდა N6-8-ის მიმდებარედ. გზის საფუძველი დაასფალტის საფარი 2 230 კვ. მ. ფართობზეგანახლდა. ჭავჭავაძის 39ა–ში კი, 1000 კვ.მ–მდემონაკვეთი მოწესრიგდა.
ვაკის რაიონის ცენტრალური უბნის მსგავსად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვაჟა–ფშაველას კვარტლებში ხორციელდება. შიდაგზის რეაბილიტაცია ამ დროისთვისსრულდება VI კვარტლის II და VI კორპუსებისმიმდებარედ. გზის საფარი 2 640 კვ. მ. ფართობზე უკვე გამოიცვალა, რაზეცგამგეობის ბიუჯეტიდან 137 271 ლარიგამოიყო. ვაჟა–ფშაველას II კვარტლის VIII კორპუსთან კი 600-მდე კვ. მ. მონაკვეთირეაბილიტირდა. ამავე ტერიტორიაზეგრუნტის დამჭერი კედელი აშენდა.
კომენტარები