მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას მიგრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საკუთარ საზღვრებს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
„საქართველოს სჭირდება მკაცრი წესები და ისეთივე წესები, როგორიც აქვს, მაგალითად, შვეიცარიას, რომელიც სულ უფრო შემოდის აქ, ნიდერლანდებში და ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველომ უნდა სცეს პატივი საკუთარ საზღვრებს. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ყველას უფლებები, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ, რომ საქართველოს არ ტოვებდნენ ადამიანები.
მე ვთხოვ ჩვენს ფრაქციას პარლამენტში, შეიტანოს კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ხმები გვაქვს, მაგრამ ეს სულ მალე შეიცვლება და პარლამენტში უნდა იდოს კანონპროექტი საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ,“ – აცხადებს სააკაშვილი.
კომენტარები