2018 წლის 30 აგვისტოს ვენაში, ეუთო–ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს ინიციატივით, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა განხილვა, რომელზეც სიტყვით წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი შალვა ცისკარაშვილი.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდანსუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიებისოკუპაციით და სამხედრო აგრესიით რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები დაპრინციპები.
საქართველოს განცხადებაში აღინიშნა, რომ ათი წლის შემდეგაც რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტისშესახებ შეთანხმების დებულებებს, აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას, ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივიანექსიის პოლიტიკას, საქართველოს ორივე რეგიონის სამხედრო მილიტარიზაციასა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედმავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეშ ხელყოფას,ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევას ოკუპირებულ რეგიონებში და პროგრესის მიღწევას ჟენევისსაერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე.
საგანგებო დავალებათა ელჩმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე,მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, დაიწყოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოსდადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია, თავი შეიკავოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისსაერთაშორისო მექანიზმების შექმნის დაბლოკვისგან და უზრუნველყოს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთადაბრუნება. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ ცალმხრივად დაადასტურა სამართლებრივივალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონზე, რომელსაც პირნათლადასრულებს, თუმცა ამას რუსეთის საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყოლია.
საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესიმომავლისაკენ”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ხალხთაშორის კონტაქტებისა და ნდობის ხელშეწყობას.
საქართველოს წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საერთაშორისოდ აღიარებულსაზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე კონფლიქტის მშვიდობიანიდარეგულირების პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. შალვა ცისკარაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობას კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისსაერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოგვარების მიზნით.
სხდომაზე, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს: ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (აშშ, კანადა, დიდიბრიტანეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ასევე ჩეხეთის, ბულგარეთისა და უკრაინისსახელით), ევროკავშირის (28 წევრი სახელმწიფოსა და ყ.ი.რ მაკედონიის, მონტენეგროს, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას,ლიხტენშტაინის, ანდორისა და უკრაინის სახელით), შვეიცარიის, აშშ-ს, ნორვეგიის, საფრანგეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებმა.
კომენტარები