NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უეფას #EQUALGAME-ის ჯილდო გურამ კაშიამ მიიღო

უეფას #EQUALGAME-ის ჯილდო გურამ კაშიამ მიიღო

31 აგვ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება, სპორტი 972 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. გურამ კაშიას ჯილდო, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფას პრეზიდენტისგან მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„უპირველესად, მადლობას ვუხდი უეფას პრეზიდენტს. მინდა, გურამის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. ეს რთული დრო იყო მისთვის. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი ითხოვდა, რომ მას აღარ ეთამაშა ნაკრებში. გურამმა მათ სწორი პასუხი გასცა: „სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება, მე მისთვის ვითამაშებ საქართველოს სახელით“. მინდა ვთქვა, რომ მე ერთი ასეთი გულშემატკივარი ვარ და საქართველოში კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სურს, რომ გურამმა ნაკრებში ითამაშოს, დიდი მადლობა.“

ქართველი ფეხბურთელი მონაკოში გამართულ ღონისძიებას, დღეს „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩატარებული მატჩის გამო ვერ დაესწრო. შეგახსენებთ,რომ გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს.

აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან. ზოგი ნაკრებიდან მის წასვლასაც კი ითხოვდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კაშიამ განაცხადა, რომ ის არ ნანობს სამკლაურის გაკეთებას, და მხარს უჭერს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. კაშიას მიერ თანასწორობის იდეის საჯაროდ მხარდაჭერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და მისმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი თანასწორობის იდეას.

კაშიას მხარი დაუჭირეს თანაგუნდელებმა და სხვა ფეხბურთელებმაც. თავის მხრივ, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა პირადად გამოხატა თავისი მხარდაჭერა:

„მივესალმები გურამის გამბედაობასა და სიმტკიცეს. მისი ქმედებები მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო.“ „მოხარული ვარ, რომ უეფასგან #EqualGame-ის ჯილდო მივიღე, და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრ ჩეფერინს. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპებს.“ – განაცხადა გურამ კაშიამ, რომელიც ამჟამად აშშ-ში „სან ხოსეს“ მაისურით ასპარეზობს.

„აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფას კამპანიის #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა. #EqualGame-ის ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს – მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ჰქმნიან საკუთარ საზოგადოებასა და სპორტში, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოვებას.“ – განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

კომენტარები

uefa გურამ კაშია ფეხბურთი 2018-08-31
Tags uefa გურამ კაშია ფეხბურთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოფელ ვანათში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპი: …მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გავალ

მსგავსი სტატიები

საქართველომ ოთხ ქვეყანასთან ერთად სატრანზიტო დერეფნის „ლაპის ლაზულის”  შეთანხმებას მოაწერა ხელი

საქართველომ ოთხ ქვეყანასთან ერთად სატრანზიტო დერეფნის „ლაპის ლაზულის” შეთანხმებას მოაწერა ხელი

15 ნოე 2017

მაღაზია „ბელისაში“ ავტომობილი შევარდა

08 დეკ 2017
პრემიერი: ექსპორტი 2018 წლის პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა

პრემიერი: ექსპორტი 2018 წლის პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა

19 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge