საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან რამდენიმე მოტივი დაასახელა, რომლის გამოც მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის წარდგენისგან თავი შეიკავა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„ეს ამბის მოკლე შინაარსი მათთვის, ვისაც არ უნახავს წინა 200 სერია. ახლა დღეს, უკვე ცაიტნოტში, ვითარება არის შემდეგი – მე შევთავაზე ქართულ იურიდიულ საზოგადოებას, გამოავლინონ საუკეთესო კანდიდატი და ვთქვი, რომ მხარს დავუჭერდი ასეთ გამოვლენილ კანდიდატს. ადამიანებს, რომლებიც ტელევიზორში ხშირად აკრიტიკებენ სასამართლო სისტემას, ვუთხარი, რომ თუ შეიძლება, თქვენთვის საუკეთესო სასამართლოს კანდიდატი გამოყავით. გასაოცარი ის არის, რომ ამ თავყრილობაში ავთო დემეტრაშვილი და ჯონი ხეცურიანი იყვნენ ის ადამიანები, ვინც თქვეს, რომ პრეზიდენტმა გვთხოვა თათბირი, გვთხოვა პოზიციის დაფიქსირება, რა თქმა უნდა, ვეტყვით, ვინ მიგვაჩნია საუკეთესოდ. დანარჩენმა ყველამ მითხრა, რომ პროცესში მონაწილეობა ამ ფორმით არ სურთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ფონზე რომც დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, იქნება დასახელება დასახელებისთვის, რადგან მმართველ პარტიას ღიად აქვს ნათქვამი, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.
კომენტარები