ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 70 კვ.მ სასხვენო გადახურვა და კორპუსის სხვენზე დაშენებული ოთახი – 40 კვ.მ.
ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
კომენტარები