NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეების შემოწმება მეტალოდეტექტორის გამოყენებით უნდა მოხდეს

სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეების შემოწმება მეტალოდეტექტორის გამოყენებით უნდა მოხდეს

31 აგვ 2018 საზოგადოება 737 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წლის სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეების შემოწმება მეტალოდეტექტორის გამოყენებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ „ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სსიპ მანდატურის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე გოგონებსა და ბიჭებს შესაბამისად, იგივე სქესის მანდატურები შეამოწმებენ.

უფრო კონკრეტულად, „ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2018 წლის 15 სექტემბრიდან შემოდის ტერმინი „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება“, რაც გულისხმობს – იმავე სქესის მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენებით ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერებას მეტალოდეტექტორის გამოყენებით”.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად:„სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.“ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და სკოლის თანამშრომლის ინიციატივით“, – ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

სსიპ მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს აგრეთვე სკოლის თანამშრომელი.

„კოლექტიური უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დაუშვებელია. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა“, – აცხადებენ სსიპ მანდარტურის სამსახურში.

მათივე განმარტებით, თუ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს ან საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს.

„უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურმა ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულმა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოსწავლე უნდა გააფრთხილოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ. თუ მოსწავლე წარმოადგენს ან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს იმგვარ, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს/საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს. აღმოჩენილ ნივთს/საგანს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მოსწავლის მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით“, – აცხადებენ მანდატურის სამსახურში.

კომენტარები

TOP მანდატური სკოლა 2018-08-31
Tags TOP მანდატური სკოლა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის 3 სექტემბრიდან მედიკამენტებზე ფასები მცირდება

შემდეგი სტატია

ჟერარ დეპარდიეს ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

მსგავსი სტატიები

“დოჟდი”-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან ერთად საქართველოში ჩამოვიდა

“დოჟდი”-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან ერთად საქართველოში ჩამოვიდა

ნინო ჩხეიძე 07 მარ 2022

„ქართული ღვინის ფესტივალი 2017″ შარდენზე გაიმართება

10 ოქტ 2017
გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით

გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით

ირაკლი შალიკაშვილი 12 თებ 2020

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge