საიტი radiotavisupleba.ge აქვეყნებს წერილს: “რუსეთის ჰიბრიდული ომი: სამიზნეა საქართველოს საზოგადოება”, გთავაზობთ ამონარიდს:
“რუსეთის სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლასა და ნდობის განმტკიცებაზე ლაპარაკს აპირებენ, ხოლო თუკი საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმის სტუმრებისა და მასპინძლების შემადგენლობას გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, რომ აქ ლაპარაკია ნდობის განმტკიცებაზე მხოლოდ და მხოლოდ კრემლის პოლიტიკის მისამართით. „ვერე პალასში“ დაგეგმილ ღონისძიებას მოსკოვის ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავენ მედიაექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათი ნაწილი დაგეგმილ ფორუმს ძალიან სახიფათო მოვლენადაც კი მიიჩნევს და სახელმწიფოს სასწრაფო ზომების გატარებას ურჩევს. მოწვეული სტუმრები ძირითადად არიან რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებათა წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობაშიც ანტიდასავლური პროპაგანდა გადამწყვეტ როლს ასრულებს. ფაქტია ისიც, რომ ფორუმის ორგანიზატორები (საქართველოში მოქმედი მედიაორგანიზაციები) მჭიდროდ არიან დაკავშირებული კრემლის ინტერესებთან. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდი აფინანსებს.”
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები