საქართველოს ხუთმა მოქალაქემ, იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა. „რუსთავი 2“-ის ინფორამციით, ამის შესახებ იტალიური პრესა წერს. იტალიური მედიის ცნობით საქართველოს ხუთმა მოქალაქემ აგვისტოში მილანში რამდენიმე ბინა გაქურდა, რომელთა შორის ერთ-ერთი მინისტრის მშობლების კუთვნილი ბინაა.
ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს, იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი მილანის დატოვებას გეგმავდნენ. ნაპოვნია მოპარული ნივთების ნაწილი. უმეტესობა კი პოლიციის ვარაუდით, იტალიიდან უკვე გატანილია.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო უახლოეს ხანში იმსჯელებს.
კომენტარები