NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სან-ფრანცისკოში თევზის ავზში ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც თავი არ აქვს

სან-ფრანცისკოში თევზის ავზში ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც თავი არ აქვს

30 აგვ 2018 ახალი ამბები, მსოფლიო, სამართალი 441 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სან-ფრანცისკოში თევზის ავზში ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც თავი არ აქვს. ცხედარი სავარაუდოდ 65 წლის ბრაიან ეგს ეკუთვნის, რომელიც გასული თვის ბოლოდან დაკარგულად ითვლებოდა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრაიან ეგის მეზობლებმა მის სახლთან „საეჭვო აქტივობა“ შეამჩნიეს და პოლიციას შეატყობინეს. პოლიციამ ცხედარი მაძებარი ძაღლების გამოყენებით აღმოაჩინეს.

პოლიციის განცხადებით, როდესაც ბრაიან ეგის გაუჩინარების შესახებ პირველად მიიღეს ინფორმაცია, პოლიციის ოფიცერმა მის სახლში განახორციელა სატელეფონო ზარი, თუმცა არავინ უპასუხა. შემდეგ, პოლიციას საეჭვო გარემოებები არ შეუმჩნევია.

14 აგვისტოს მეზობლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ბრაიან ეგის სახლთან „დანაშაულის ადგილის დასუფთავების კომპანიის კერძო ავტომობილი“ შეამჩნიეს საეჭვო ადამიანთან ერთად. პოლიციამ აღნიშნული პირი დააკავა და ბრაიან ეგის სახლში შევიდა. თავად ეგის კვალი სახლში არ შეიმჩნეოდა, თუმცა პოლიციამ შეამჩნია სპეციალური საწმენდი საშუალებები და „უცნაური სუნი“.

მომდევნო დღეს, პოლიციამ უფრო დეტალური ჩხრეკა ჩაატარა სახლში, რა დროსაც მათ ცხედარი აღმოაჩინეს თევზის ავზში, რომელიც სახლის „მიმალულ ადგილას“ იყო განთავსებული.

პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა და ბრალი წარუდგინა მკვლელობაში, თაღლითობაში, ქურდობაში და კიდევ სხვა დანაშაულებში, თუმცა, პროკურორმა საქმე სასამართლომდე არ მიიყვანა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.

მკვლელობის საქმე გახსნილი ჯერ-ჯერობით არ არის და პოლიციამ მოუწოდებს ნებისმიერს, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ბრაიან ეგთან, პოლიციაში გამოცხადდეს.

კომენტარები

აშშ მკვლელობა პოლიცია სან-ფრანცისკო ცხედარი 2018-08-30
Tags აშშ მკვლელობა პოლიცია სან-ფრანცისკო ცხედარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

13 ქვეყნის 40 ჟურნალისტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

შემდეგი სტატია

ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში

მსგავსი სტატიები

სასამართლომ ბაჩო ახალაიასა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა

23 აპრ 2018
ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას 13 ადამიანი ემსხვერპლა

29 ივლ 2018

დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალს დღეს წაუყენებენ

23 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

    თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

  • “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

    “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

  • ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

    ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

  • კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

    კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

  • “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

    “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

  • იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

    იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

  •  ამირან გამყრელიძე:  საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

     ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge