საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს გამოვლინდება. გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იმ 6 ფილმის ნახვის შემდეგ მიიღებს, რომელთაც დააკმაყოფილეს ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნები და განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში შემოიტანეს.
გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში (რუსთაველის გამზირი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) იქნება მიღებული და ცნობილი გახდება რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
კომენტარები