საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თრუსოს ხეობასთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებას დამაფიქრებელსა და შემაშფოთებელს უწოდებს. მისივე ინფორმაციით, ხალაგაზრდები დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის გათავისუფლდებიან.
„ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ვიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ დღეს 16:00 საათისთვის ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდებიან. მათი ჯანმრთელობა წესრიგშია და ველოდებით, რომ დღეს 16:00 საათისთვის იქნებიაან გათავისუფლებულნი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
კომენტარები