NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ალიევი: „ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევცვალეთ მსოფლიოს რუკა“

ალიევი: „ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევცვალეთ მსოფლიოს რუკა“

30 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1039 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები მაღალ დონეზეა – 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას.

როგორც ალიევმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ცხოვრობს მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში.

„დღეს ორ დამოუკიდებელ ქვეყანას შორის ურთიერთობები დამყარებულია ძლიერ საფუძველზე. საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევცვალეთ მსოფლიოს რუკა. სატრანსპორტო სფეროში ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისა და აზიის მასშტაბით. ყველა ამ პროექტის რეალიზებაში აქტიურად თანამშრომლობენ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, სავაჭრო ბრუნვის გაზრდასთან დაკავშირებით დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.

„მიმაჩნია, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდასთან დკავშირებით დამატებითი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ. ვიცი, რომ საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატია. მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით პირველი ინვესტორი ქვეყანაა. დღეს ჩვენ მრავალ საკითხს განვიხილავთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის თემებს. გისურვებთ წარმატებულ ვიზიტს“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს დაიწყო.

ფოტო: 1tv.ge

კომენტარები

აზერბაიჯანი ილჰამ ალიევი მამუკა ბახტაძე შეხვედრა 2018-08-30
Tags აზერბაიჯანი ილჰამ ალიევი მამუკა ბახტაძე შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

2018 წლის პირველი ნახევრის შედეგებით რუსეთი უკრაინის ეკონომიკის მთავარი ინვესტორია

შემდეგი სტატია

სახალხო დამცველი გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებს

მსგავსი სტატიები

ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

25 ივლ 2018
ნინო ბურჯანაძე: ალბათ, პრეზიდენტი გვეტყვის, რა მონახაზი, რა იდეები აქვს და …

ნინო ბურჯანაძე: ალბათ, პრეზიდენტი გვეტყვის, რა მონახაზი, რა იდეები აქვს და …

ირაკლი შალიკაშვილი 10 თებ 2022

„ისრაელს შევედაროთ სამხედრო და სამედიცინო ტექნოლოგიებში და არა პლანის პლანტაციების გაშენებაში“

17 სექ 2018

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge