რუსეთის წილი უკრაინის ეკონომიკაში, 2018 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, 436 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ინვესტიციების სრული მოცულობის მესამედია. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.
უკრაინის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, უკრაინის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების წილის მიხედვით რუსეთს მოჰყვებიან კვიპროსი და ნიდერლანდები, თითოეული 200 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით. მსხვილ ინვესტორებს შორის არიან ასევე ავსტრია, პოლონეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.
დოკუმენტის თანახმად, უცხოური ინვესტიციების 60 პროცენტი უკრაინამ საფინანსო სფეროში ჩადო, 10 პროცენტი-ვაჭრობაში, დაახლოებით 8-8 პროცენტი კი წარმოებასა და ტელეკომუნიკაციებში.
სტატისტიკა არ არასახავს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მონაცემებს, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომენტარები