საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნის გურამ კაშიას მხარდამჭერს პოსტს აქვეყნებს.
„ფეხბურთი ეკუთვნის ყველას!“ – წერს კობიაშვილი.
საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა 24 აგვისტოს „ფეისბუქის“ გვერდი წაშალა და „ინსტაგრამის“ პროფილი დახურა. ამის მიზეზი მიზეზი ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიაა. გუშინ კი მან „ინსტაგრამის“ „სთორიში“ დაწერა, რომ ის არ ნანობს ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას და რომ თუ თუნდაც ერთი გულშემატკივარი ეყოლება, საქართველოს ნაკრებში გამოცხადდება.
გურამ კაშია <3 !ფეხბურთი ეკუთვნის ყველას !
Posted by Levan Kobiashvili on ოთხშაბათი, 29 აგვისტო, 2018
კომენტარები