NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის მთავრობის განკარგულება გამოიცა

წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის მთავრობის განკარგულება გამოიცა

29 აგვ 2018 ახალი ამბები 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება გამოიცა. ამის შესახებ 1tv წერს.

განკარგულებაში მოცემულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეთათვის დადგენილი რიგი შეზღუდვები, მათ შორის:

ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა;

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლების მქონე საჯარო მოსამსახურეს კომისიის წევრობის შემთხვევაში დროებით უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილზე, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს კუთვნილი შვებულება;

საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლად ყოფნა;

საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში;

საჯარო მოსამსახურეს წინასაარჩევნო პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ამასთან, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება: სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას; სამსახურებრივი მივლინების დროს ხელმოწერების შეგროვება და საარჩევნო აგიტაციის გაწევა; წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

კომენტარები

2018-08-29
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა თბილისში ამერიკის საელჩოში მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგეს

შემდეგი სტატია

ჰეშთეგი გურამ კაშიას მხარდასაჭერად

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ქუმსიშვილმა საემიროების უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ჯგუფთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

დიმიტრი ქუმსიშვილმა საემიროების უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ჯგუფთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

10 აპრ 2018

ბესელია: ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება

11 ოქტ 2017

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბიორკის პირველი კონცერტი მიმდინარეობს

31 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge