NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს

29 აგვ 2018 ახალი ამბები 348 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

100-ზე მეტი უშუქო სოფელი   ელექტროენერგიას მიიღებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მიიღო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისებას ამ რეგიონში

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ განხორციელდეს ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი ტურიზმის განვითარების მიმართულებით და რა თქმა უნდა, ინტერნეტიზაცია დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ მოვახდინოთ ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისება ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია თვისობრივად გარდატეხას შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში და ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ კუთხეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ასევე მაღალმთიან სოფლებში  ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება პირველადი დახმარების მიმართულებით.

„ეს ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, პირველადი დახმარება გაუწიონ თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე. მოგეხსენებათ, აქამდე ეს პრობლემა მწვავედ იდგა და ხშირად ვერ ხერხდებოდა სამედიცინო დახმარების დროული გაწევა. პროგრამის ამოქმედებით პირველადი დახმარების გაწევა აღარ იქნება პრობლემა, რაც არამარტო იქ მცხოვრებთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ასევე 100-ზე მეტი უშუქო სოფლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით მოხდება მზის პანელებითა და, შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის უზრუნველყოფა. საუბარია 400-მდე ოჯახზე, რომელსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებოდა.

 

კომენტარები

ფშავხევსურეთი 2018-08-29
Tags ფშავხევსურეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კიევმა აშშ-ს ოფიციალურად მიმართა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემიბის შესყიდვის თაობაზე

შემდეგი სტატია

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტი მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

09 იან 2018
„ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ“

„ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ“

სოსო ელისაშვილი 09 ოქტ 2018
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფონდი „სიცოცხლის ხე“ მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფონდი „სიცოცხლის ხე“ მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს

სოსო ელისაშვილი 10 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge